საიტის ძებნა

Biodex ბალანსის (წონასწორობის) სასწავლო სისტემა

ხანდაზმულობა, პარკინსონის, ინსულტის, ართრიტის და დიაბეტის მსგავსი დაავადებები, შუა ყურისა და მხედველობის პრობლემები, წონასწორობის დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ხანდაზმულობა, პარკინსონის, ინსულტის, ართრიტის და დიაბეტის  მსგავსი დაავადებები,  შუა ყურისა და მხედველობის პრობლემები, წონასწორობის დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს. ინსულტგადატანილ პაციენტებს უჭირთ ფეხის სიმძიმით დატვირთვა, ისინი გრძნობენ ფეხის მოძრაობის გაძნელებას იმ მხარეს, სადაც მოხდა დამბლა და ავითარებენ სიარულის ახალ ფორმას. ასეთი სიარულის დროს, მაღალია დაცემის რისკები. ასევე ხდება ხანდაზმნულ პაციენტებში, ან პარკინსონის დაავადებისას. აქ უკვე სიარულის გაძნელება იწყება ორივე ფეხებზე, ბალანსი ირღვევა და მატულობს დაცემის რისკი.

Biodex ბალანსის სასწავლო სისტემა, მკურნალობის სხვადასხვა პარამეტრებით, ავადმყოფებს წონასწორობის დარღვევების გამოსწორებისა და კუნთის ტონუსის მოსამატებელი ტექნოლოგიების სისტემაა. ამ სისტემით ხდება დაცემის რისკების შეფასება და დადგენა, თუ ორგანიზმის რომელი ფუნქციის მოშლის მიზეზითაა გამოწვეული ბალანსის დარღვევა. ამ მონაცემების ბაზაზე კეთდება სარეაბილიტაციო პროგრამა. კვლევის გარდა სისტემა მოიცავს წონასწორობის სავარჯიშო ინტერაქტიულ თამაშებს. ამ თამაშებით პაციენტებს კუნთების სიძლიერე ემატებათ და სწორდება წონასწორობის დარღვევები. ამრიგად, Biodex ბალანსის სასწავლო სისტემა ჯერ იკვლევს და შემდეგ, კვლევის შედეგების მიხედვით ხდება სავარჯიშო პროგრამის დაწყება.